პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე საპოლიციო ძალებმა
მედიის წარმომადგენლებზე,
მათ შორის NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორ ვანცენტ ხაბეიშვილსა და
პუბლიკას ფოტოგრაფ ნათია ლევერაშვილზე იძალადეს.
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელმა თავში ძლიერი
დარტყმით ასფალტზე დააგდო NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი ვანცენტ
ხაბეიშვილი. ის ამ დროს აქციის მიმდინარეობას ლაივ-რეჟიმში
გადასცემდა. ამ წუთებში ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება
კვლევების ჩასატარებლად.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნიღბიანმა პოლიციელმა იძალადა ასევე
პუბლიკას ფოტოგრაფ ნათია ლევერაშვილზე.
ჟურნალისტები და მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან მზია
ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით იყვნენ
შეკრებილები. პოლიციამ ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა
და აიძულა, შენობის წინა მხარეს ჩასულიყვნენ.