ამ ეტაპზე ამაღლობელი რჩება ვივამედში დაგეგმილი სხვა კვლევებისთვის – პენიტენციური
სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პენოტენციურის განცხადებით,მზია ამაღლობელი, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

როგორც პენიტენციური აცხადებს, ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელი რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.

„ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ
დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე“,
– ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

25-ე დღეა „ბათუმელების” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტი ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები