ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 5-6 თებერვალს ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართება.

კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი.

პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე ყაზახეთში დელეგაციით გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: „ოცნების” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, „ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ოცნების” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, „ოცნების” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, „ოცნების” განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, „ოცნების” სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ლევან ჟორჟოლიანი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები