გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდეს
8 პირს, რომლებიც 2 თებერვალს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს,
შემდეგ კი -სისხლის სამართლის კოდექსით, სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოგალაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს – 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს კი – 3500-ლარიანი.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან ენმ-ის წევრი გიგი უგულავა და „ახალის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.

ამ რვა პირს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობა ედებოდათ ბრალად.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები