უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ვანო ნადირაძის ინფორმაციით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში იბრძვის,
დაიღუპნენ ქართველები დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.
„სამწუხაროდ, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ. ბიჭებმა ყველაფერი
გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ
ღამე“ – წერს ვანო
ნადირაძე ფეისბუქში.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო,
ქართველი მოხალისეების ნაწილი ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ
იბრძვის.
2022-2024 წლებში რუსეთ-უკრაინის ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი
დაიღუპა.