აზერბაიჯანმა ბაქოში “რუსული სახლის” დახურვა მოითხოვა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოსკოვს ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ქვეყანაში რუსული სააგენტო “Россатрудничество-ს” საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ხუთშაბათს აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებმა “Report-მა” და ტელეგრამ ტელეარხმა “Minval-მა” განაცხადეს. მოგვიანებით კი ამის შესახებ ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოჩნდა.

“რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრი – რუსული სახლი, რომელიც არის “Россатрудничество-ს” წარმომადგენლობა აზერბაიჯანში, არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი”,
– ნათქვამია საგარეო საქმეთა
სამინისტროს სპიკერის, აიხან გაჯიზადეს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულა, რომ “ორგანიზაციამ სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა” და სწორედ ამიტომ “2025 წლის 3 თებერვალს რუსულ მხარეს გაეგზავნა მოთხოვნა”რუსული სახლის” საქმიანობის შეწყვეტის შესახებ”. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსული მხარის მხრიდან მოსალოდნელია “შესაბამისი ზომების მიღება”.

“Россатрудничество-ს” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიმაკოვმა “TASS-ს” დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მართლაც მოითხოვა ქვეყანაში სააგენტოს წარმომადგენლობის დარეგისტრირება, რადგან მას ამჟამად იურიდიული რეგისტრაცია არ გააჩნია. პრიმაკოვს პირდაპირ არ აღუნიშნავს, რომ “რუსული სახლის” დახურვის ბრძანება გაიცა.

“Россатрудничество-ს” წარმომადგენლობამ ბაქოში “RIA-ს” განუცხადა, რომ “რუსული სახლი ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”.

პრიმაკოვის თქმით, მოსკოვი ყოველთვის მზად იყო “რუსული სახლის” ბაქოში რეგისტრაციისთვის, მაგრამ “მიმართვა უპასუხოდ დარჩა”.

“Report-ის” ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ აზერბაიჯანი “აგრძელებს თანმიმდევრულ კურსს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად და აჩვენებს, რომ არ აპირებს გარე ჩარევების მოთმენას შიდა საქმეებში”. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაქო ადრეც ითხოვდა ამერიკულ სააგენტო USAID-გან საქმიანობის შეწყვეტას ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად რეორგანიზაციას განიცდის და მრავალი პროგრამა შეაჩერა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები