დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესუაბრა.

კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან, ტრამპმა უპასუხა: „სჯობს, არ ვთქვა“.

ტრამპის თქმით, მას ჯერა, რომ „პუტინს ბრძოლის ველზე დაღუპულები მართლა ადარდებს”.

„მას სურს იხილოს, რომ ხალხი არ კვდება [უკრაინის ომში]“ – თქვა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და
რუსეთს შორის ომის არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.

„მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ.

„მაშინ, როცა ვაშინგტონის ადმინისტრაცია ავითარებს თავის მუშაობას, მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია ჩნდება და ეს კომუნიკაციები ხორციელდება სხვადასხვა არხებით. რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციების სიმრავლის ფონზე, მე პირადად შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, რაღაცის საქმის კურსში არ ვიყო. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, – განაცხადა პესკოვმა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები