გუშინ, თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე რესტორან ონორეში სროლა იყო.
როგორც თვითმხილველი ფორმულას უყვება, სროლას წინ უძღოდა
დაპირისპირება. მისივე თქმით, რესტორანში ორჯერ გაისროლეს.
სროლის
შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.
თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-ზე მეტი ადამიანი
მონაწილეობდა. შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფორმულა დეტალების გარკვევას ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
წყარო: ფორმულა