ირაკლი კობახიძე ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის დანიშვნას აანონსებს,
თუმცა, როდის, არ აკონკრეტებს.
“აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევთან გვქონდა
საუბარი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე.
ჩვენი ქვეყნის მიმართ გულისხმიერებისთვის მინდა, მას პირადად მადლობა
გადავუხადო”, – წერს კობახიძე.
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის
შემდეგ “კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის” გამო ამ
დრომდე ჩაკეტილია.