აზერბაიჯანში „Sputnik-ის“ და BBC-ის რედაქციების შემცირება იგეგმება
აზერბაიჯანი „Sputnik-აზერბაიჯანი“ და BBC News Azərbaycanca-ის რედაქციების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
ამის შესახებ 13 თებერვალს პროსახელისუფლო მედიასაშუალებებმა ინფორმირებული წყაროს ციტირებით გაავრცელეს ინფორმაცია.

ბაქოს მიზანია აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიასაშუალებების საქმიანობისა და ქვეყანაში მოქმედი უცხოური მედიის მუშაობის
პირობების დაბალანსება.

წყაროს ინფორმაციით, „Sputnik-აზერბაიჯანის“ თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება და AZƏRTAC-ის რუსეთში მომუშავე ჟურნალისტების რაოდენობას გაუტოლდება – ანუ მხოლოდ 1 თანამშრომელი დარჩება.

იგივე შეზღუდვები BBC News Azərbaycanca-ზეც გავრცელდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები