საქართველოში ცოცხალი თხებისა და ცხვრების იმპორტი შემცირდა. 2024
წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 354 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა,
რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 1-მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2023 წელს
იყო 1.6 მილიონი აშშ დოლარის 1 475 ტონა ცოცხალი თხებისა და ცხვრების
იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წელს ცოცხალი თხები და ცხვრები
ქვეყანაში მხოლოდ სომხეთიდან შემოვიდა, 2023 წელს კი
იმპორტში
ძირითადი ადგილი რუსეთს (1.32 მლნ დოლარის 1 397 ტონა) ეკავა,
სომხეთისა (165 ათასი დოლარის 72 ტონა) და გაერთიანებული სამეფოს (135
ათასი დოლარის 5 ტონა) წილი კი შედარებით მცირე იყო.
იმპორტთან ერთად, შემცირებულია ადგილობრივი ექსპორტის მოცულობაც.
მაგალითად, 2024 წელს ექსპორტზე გავიდა 9 577 ტონა ცოცხალი თხა და
ცხვარი, რის ღირებულებამაც ჯამში 36 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი
მაშინ, როცა 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტზე 14 887 ტონა (44 მლნ აშშ
დოლარის) ცოცხალი თხა და ცხვარი გავიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ცხვარი და თხა ძირითადად
ექსპორტზე საუდის არაბეთსა და აზერბაიჯანში გადის, დარჩენილი
ქვეყნების წილი კი მცირეა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ქართული
ცხვრისა და თხის საექსპორტო ბაზრები ასეთი იყო:
- საუდის არაბეთი - 20.2 მლნ აშშ დოლარის 4 162
ტონა;
- აზერბაიჯანი - 14.2 მლნ აშშ დოლარის 4 783
ტონა;
- ყატარი - 722 ათასი აშშ დოლარი 193 ტონა;
- ლიბანი - 700 ათასი აშშ დოლარი 315 ტონა;
- ირანი - 237 ათასი აშშ დოლარი 62 ტონა;
- ერაყი - 193 ათასი აშშ დოლარი 62 ტონა.