ყვავილების იმპორტი 10.6%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023
წელს საქართველოში იმპორტირებულია 1 718 ტონა ყვავილები,
რის ჯამურმა ღირებულებამაც 5.1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2024
წელს კი 11.4 მილიონი აშშ დოლარის 1 901 ტონა ყვავილების იმპორტი
განხორციელდა.
გარდა იმპორტის მოცულობისა, გაიზარდა ფასებიც. მაგალითად, 2023 წელს 1
კგ. ყვავილის იმპორტი გადასახადების გარეშე 2.98 დოლარი ჯდებოდა, 2024
წელს კი ფასი
6 დოლარამდე გაძვირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ
ქვეყანას ყვავილების საიმპორტო ფასი თითქმის გაუორმაგდა.
2024 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი
ქვეყნიდან განხორციელდა:
- სომხეთი - 659 ტონა (3.23 მლნ აშშ
დოლარის);
- ეკვადორი - 504 ტონა (4.05 მლნ აშშ
დოლარის);
- თურქეთი - 442 ტონა (973 ათასი აშშ
დოლარის);
- კენია - 128 ტონა (1.09 მლნ აშშ დოლარის);
- ნიდერლანდები - 116 ტონა (1.57 მლნ აშშ
დოლარის).
აღსანიშნავია ისიც, რომ 1 კგ. ყვავილის იმპორტი ყველაზე ძვირი გასულ
წელს ნიდერლანდებიდან ჯდებოდა და საშუალო ფასი გადასახადების გარეშე
13.7 დოლარს შეადგენდა.