11 მარტს, სამშაბათ საღამოს თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილი
მტკვარში გადავარდა.
ამჯერად მძღოლი გადაარჩინეს.
რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
განუცხადეს, რომ მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა და იგი
მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს მდინარიდან.
იმავეს ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში
მეტეხის ხიდის მიმდებარედ - მისი თქმით, იქვე მდგარ პოლიციელზე
დაყრდნობით.
ზუსტად ერთი კვირის წინ, 4 მარტს, მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი
ავტომობილი გადავარდა მტკვარში - რამდენიმესაათიანი სამაშველო
ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა მძღოლის ცხედარი ამოასვენეს. მაშინ
სამძებრო სამუშაოები 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.