2025 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო
ვალმა 8.577 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.164 მლრდ ლარს)
გადააჭარბა.
ეს კი 29.6 მლნ დოლარით მეტია ამა წლის იანვართან შედარებით.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით
სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.547 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თებერვლის მდგომარეობით უშუალოდ
მთავრობის საგარეო ვალი
8.224 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი
კრედიტორების დავალიანება 6.237 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების
კი 1.487 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 352.7 მლნ დოლარს
შეადგენდა.
ამასთან, 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს
ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB),
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი
(IBRD).
მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 28 თებერვლის
მდგომარეობით:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.261 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკი (IBRD) – 1.647 მლრდ დოლარი
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.080 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) –
459.7 მლნ დოლარი
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 176.388 მლნ დოლარი
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2025 წლის 28
თებერვლის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს
საფრანგეთის აქვს:
- საფრანგეთი - 766.3 მლნ დოლარი
- გერმანია - 565.7 მლნ დოლარი
- იაპონია - 123 მლნ დოლარი
- ავსტრია - 10.4 მლნ დოლარი
- ქუვეითი - 8.5 მლნ დოლარი
- აშშ - 5.9 მლნ დოლარი
ამასთან, საქართველოს რუსეთის 3.997 მლნ დოლარის ვალი აქვს; 1.139 მლნ
დოლარის - თურქეთის და ა.შ.