ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანის მოთხოვნით არ იქმნება, მაგრამ მას რეგიონული მნიშვნელობა ექნება
სომხეთის ახალი კონსტიტუცია არ იქმნება აზერბაიჯანის მოთხოვნით, თუმცა მას ექნება რეგიონული მნიშვნელობა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ახალ კონსტიტუციას, „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიის პირობებში, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს მოქალაქეების შეთანხმება ქვეყანაში ცხოვრების წესებისა და ურთიერთქმედების შესახებ.

„2018 წლის რევოლუციასთან ერთად, ახალი კონსტიტუციის დღის წესრიგი
დადგა. ამ დროს მე ეს შეუძლებლად მივიჩნიე, რადგან 2019 წლის 9 აპრილს კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს, ძალაში შევიდა. მას შემდეგ არსებობს ახალი კონსტიტუციის დღის წესრიგი, იმავე დასაბუთებით, თუმცა საფუძველი ახლა უფრო მდიდარი გახდა“,
– აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google