შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში გუშინ ღამით მომხდარი
მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
მათივე ცნობით, პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული,
რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული პირი
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული პირი დაჭრა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერია შსს-ს
ინფორმაციაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 21 წლის სპორტსმენი გიორგი
ახალაიაა.