აზერბაიჯანი COVID-19-ის გავრცელების საბაბით ისევ არ ხსნის სახმელეთო საზღვარს
აზერბაიჯანში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დახურული დარჩება.

18 მარტს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, „კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგების თავიდან აცილების მიზნით“ ქვეყანაში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისის დილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ამასთან, რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ საზღვრების
დაკეტვის ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოების საკითხებიც იყო.

23 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საზღვრების დაკეტვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არსებულ „გარე საფრთხეებს“ უკავშირდება. „ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ჩვენი სახმელეთო საზღვრები დაკეტილი იყო, ძალიან დიდ კატასტროფებს აგვარიდა. დღესაც კი, როდესაც საზღვრები ისევ დაკეტილია, გარკვეული საშიში ქმედებები ხდება და ისინი აღკვეთილია. ამიტომ, საზღვრების დაცვა გვიცავს გარე რისკებისგან“, – განაცხადა ალიევმა.

ყოფილმა ადვოკატთა კოლეგიის წევრმა, იურისტმა ნამიზად საფაროვმა აღნიშნა, რომ საკარანტინო რეჟიმის „უსასრულო გახანგრძლივებისთვის“ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

ცენტრ „დამცველის“ ხელმძღვანელის, სამედ რაგიმლის აზრით, სახმელეთო საზღვრების გადაკვეთის შეზღუდვა არღვევს აზერბაიჯანის კონსტიტუციის მე-28 მუხლის (თავისუფალი გადაადგილება) მესამე ნაწილით გარანტირებულ უფლებებს და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე პროტოკოლის მეორე მუხლს (თავისუფალი გადაადგილება).



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები