წელს რუსეთი აფხაზეთს 63.2 მლნ დოლარით დაეხმარება
წელს რუსეთი აფხაზეთს, საერთო ჯამში, 5.3 მლრდ რუბლს (63.2 მლნ დოლარს) გამოუყოფს. ამის შესახებ დე ფაქტო ფინანსთა მინისტრ საიდ გუბაზმა განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ამ თანხიდან 4 მლრდ რუბლი (47.7 მლნ დოლარი) აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებს, 1.2 მლრდ რუბლი (14.3 მლნ დოლარი) საინვესტიციო პროგრამის აქტივობებს, ხოლო 100 მლნ რუბლი (1.2 მლნ დოლარამდე) ეკონომიკური სექტორების
მხარდაჭერის ე.წ. სახელმწიფო პროგრამას მოხმარდება.

ცნობისთვის: 13 მარტს დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი მიიღო, რომელშიც შემოსავლების მოცულობა 17.8 მლრდ რუბლით (212.4 მლნ დოლარით), ხარჯი 18.7 მლრდ რუბლით (223.2 მლნ დოლარით), ხოლო დეფიციტი 994.5 მლნ რუბლით (11.9 მლნ დოლარით) არის განსაზღვრული. ამასთან, აფხაზეთის საკუთარი შემოსავლები 12.4 მლრდ რუბლის (148 მლნ დოლარის) ოდენობით არის პროგნოზირებული.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები