შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
მართლსაწინააღმდეგო შეძენა
-შენახვის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დაკავებული პირის პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის
ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 35 შეკვრად დაფასოებული
ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად
ამოღებულია ფული,
წებოვანი ლენტები და ელექტრო
სასწორები". - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.