ფაშინიანი წერს, რომ ალიევისგან სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას ელის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.



ფაშინიანი “X”-ზე წერს, რომ აზერბაიჯანის ლიდერს, ილჰამ ალიევს, სთავაზობს დაიწყოს კონსულტაციები სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტის ხელმოწერის შესახებ.

„სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ელოდება ხელმოწერას. მე ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ დაიწყოს საერთო კონსულტაციები შეთანხმებული პროექტის ხელმოწერის შესახებ“, – განაცხადა ფაშინიანმა “X”-ზე.

13 მარტს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები