საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ნოვრუზ ბაირამის მილოცვა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელ „X“-ზე (ყოფილი Twitter) ნოვრუზ ბაირამი მიულოცა მსოფლიოსა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს.

„გილოცავთ ნოვრუზს ყველას, ვინც მსოფლიოში და საქართველოში აღნიშნავს სიცოცხლის განახლებას!“ – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოში ნოვრუზ ბაირამს უმეტესად აზერბაიჯანული
წარმოშობის მოსახლეობა აღნიშნავს. დღესასწაული ძირითადად რეგიონებში კონცერტებითა და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ტრადიციულად წელიწადში ერთხელ, ნოვრუზ ბაირამის დღეს, მარნეულში ჩამოდიან. წელს ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ესწრება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google