საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის
სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროთი შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, Transfermarkt-ის მონაცემებით, 21 მარტის ბოლო
განახლების შედეგად, მამარდაშვილის ღირებულება 30 მილიონი ევრო გახდა,
იქამდე კი 40 მილიონი ევრო იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების
ხუთეული ასეთია:
- ხვიჩა კვარაცხელია -
85 მილიონი ევრო;
- გიორგი მამარდაშვილი - 30 მილიონი ევრო;
- გიორგი მიქაუტაძე - 18 მილიონი ევრო;
- ზურიკო დავითაშვილი - 8 მილიონი ევრო;
- საბა გოგლიჩიძე - 8 მილიონი ევრო.