ბრიტანეთის მთავრობამ 4 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო
2025 წლის 10 აპრილს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაახლა
გლობალური სანქციების სია და 4 ქართველი მაღალჩინოსანი შეიყვანა იმ
პირების ჩამონათვალში, ვისაც ბრალი ედებათ ადამიანის უფლებების
სერიოზულ დარღვევებში.
სანქციები დაწესდა გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის სანქციების
მექანიზმის (Global Human Rights Sanctions Regime) ფარგლებში,
რომელიც მოქმედებს 2020 წლი
დან და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა
დარღვევებზე საერთაშორისო რეაგირებას.
სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ:
შალვა ბედოიძე
(შს მინისტრის მოადგილე) (OFSI ID: 16852 / GHR0152)
მირზა ქეზევაძე
(გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე) (OFSI
ID: 16853 / GHR0153)
კარლო კაწიტაძე
(სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი) (OFSI ID: 16854 /
GHR0154)
გიორგი გაბიტაშვილი
(მთავარი პროკურორი) (OFSI ID: 16855 / GHR0155)
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს სანქციები ეხება იმ სახელმწიფო
მოხელეებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ადამიანის
უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.