შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1995 წელს
დაბადებული დ.გ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით
დიდი ოდენობით - 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
"მეტადონი" ამოიღეს.
საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად
ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები". - ნათქვამია
განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.