ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პირველ კვარტალში 835 მლნ დოლარი შეადგინა - „გალთ ენდ თაგარტი“
2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.

„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ
აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით,“ - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, რაც 2023 წელთან შედარებით, 7.3%-იანი ზრდაა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები