წელს იანვარ-თებერვალში საქართველომ 16.4 მლნ აშშ დოლარის 10,924 ტონა
გაყინული და გაციებული ქათმის ხორცი იყიდა,
რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2024 წელს ფრინველის
იმპორტირებული ხორცის საშუალო ფასი 1 კგ-ზე 1.47 დოლარი იყო, ხოლო
წელს, 1.50 დოლარი გახდა. საუბარია საიმპორტო ფასზე საბაჟო
გადასახადების გარეშე.
TOP-5 იმპორტიორი ქვეყანის რეიტინგი, საიდანაც
ქათმის ხორცს
ვყიდულობთ, ასეთია:
- ჩინეთი - $5.4 მლნ-ს 2,960 ტონა;
- ბრაზილია - $3.3 მლნ-ს 2,558 ტონა;
- უკრაინა - $ 1.9 მლნ-ს 1,162 ტონა ;
- თურქეთი - $1.9 მლნ-ს 981.9 ტონა;
- ნიდერლანდები - $1.04 მლნ-ს 790.8 ტონა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს საქართველომ ექსპორტზე 596.8
ათასის 329 ტონა ფრინველის ხორცი გაიტანა, რაც გასული წლის
მაჩვენებელზე 67%-ით ნაკლებია. ექსპორტი 2 ქვეყანაში სომხეთსა და
აზერბაიჯანში განხორციელდა.