თბილისში ორ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს ეძებენ - ამის შესახებ
ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები
არიან, ისინი სკოლის ტერიტორიიდან გუშინ, 14 აპრილს, 14:00 საათის
შემდეგ გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.
"გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი
ბავშვი (ილიას კლასელი) - 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე
ტერიტორიიდან.
გააზიარეთ თუ ვინმე
ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის
ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი.
სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და
დაუყონებლივ დამიკავშირდით" - წერს ერთ-ერთი მოსწავლის
ახლობელი სოციალურ ქსელში.