ავიაკომპანია Ifly რუსეთსა და სოხუმს შორის ავიარეისების
განხორციელებას მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს,
- ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა რუსულ მედიას
განუცხადა.
„მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ფრენების
დაწყების კონკრეტული თარიღი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ფრენები მაისის
მეორე ნახევარში დაიწყება“, - განაცხადა Ifly-ს
წარმომადგენელმა.
მისი განმარტებით, ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების
ტექნიკური
ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური
შესაძლებლობების შესწავლა Airbus A330 თვითმფრინავების მიღებისა და
მომსახურების თვალსაზრისით.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს
„iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა.