2024 წელს 712 000 ლარის ქონება დაბრუნდა - როგორია "სამართლიანობის აღდგენა" რიცხვებში?
პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2024 წელს, ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, დაზარალებულად 6 ადამიანი ცნო. ამის შესახებ bm.ge-ის პროკურატურიდან აცნობეს.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირების, "სამართლიანობის აღდგენა" იყო. შესაბამისი დეპარტამენტი პროკურატურაში 2015 წელს შეიქმნა. საქმიანობის შედეგებზე ინფორმაცია bm.ge-მ პროკურატურიდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული მონაცემებით:
  • გასულ წელს დაბრუნდა 712 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის,
    1 მიწის ნაკვეთი, 1 ავტომანქანა და ფულადი თანხა.
  • 2024 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 25 ყოფილი საჯარო მოხელე, ამათგან, 3 პირი მხილებულია ქონების იძულებით დათმობა/ჩამორთმევის ფაქტზე.
  • 2025 წელს ქონების იძულებით დათმობის ფაქტზე მხილებულია ერთი ყოფილი საჯარო მოხელე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია 4 პირი, 4 ავტომანქანის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე. ზიანის საერთო ღირებულებაა 279 764 ლარი.
  • დეპარტამენტის შექმნიდან, ანუ 2015 წლიდან დღემდე, დაბრუნებულია ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარამდე ღირებულების ქონება.
პროკურატურის მიერ დეპარტამენტის შექმნიდან 2023 წლის ჩათვლით, დაზარალებულად ცნობილი იყო 480 ადამიანი, შესაბამისად, გასულ წელს ჯამური მაჩვენებელი 486-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი უფლებამოსილია, მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები