ლიეტუვამ დაასანქცირა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია
ამაღლობელის საქმეში მონაწილე 11 პოლიციელი.
მათ შორის არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ
ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი
დგებუაძე.
სანქცირებულნი არიან მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პოლიციელები,
მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის
წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. სიაში არიან:
- გრიგოლ ბესელია
- ირაკლი დგებუაძე
- დავით ათაბეგაშვილი
- გოჩა ვანაძე
- ნოდარ ზენაიშვილი
- ბერდია ფერაძე
- გიორგი ბჟალავა
- ვახტანგ ბოლქვაძე
- დავით ანთაძე
- არჩილ ანთაძე
- ცოტნე ქართველიშვილი
ასევე, სანქცირებულ პირთა სიაში არიან მზია ამაღლობელის საქმის
ფიგურანტი მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი [ბათუმის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე], მალხაზ ოქროპირაშვილი [ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე] და მზია ამაღლობელის
საქმის პროკურორები: თორნიკე გოგეშვილი და ვლადიმერ თურმანიძე.
ლიეტუვას არასასურველ პირთა სიაში საქართველოს 102 მოქალაქე ჰყავს
შეყვანილი. სიაში შეყვანილ პირებს ლიეტუვაში შესვლა 2029-30 წლებამდე
ეკრძალებათ.