კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში - მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება დღეს, 2025 წლის 16 აპრილს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.

მოსამართლემ ბექა ჯაიანი დამნაშადევ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით - ჩადენილ მკვლელობაში.

ამასთან ერთად, იგი დამნაშავედ ცნეს
გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

აწ უკვე მსჯავრდადებული ბექა ჯაიანი, რომელსაც დღეს სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის გამოყენება შეეძლო, სხდომაზე არ გამოცხადებულა. ის ამბობს, რომ ბრალს არ აღიარებს.

კესარია აბრამიძის ცხედარი 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში ავთანდილის ქუჩა N8-ში საკუთარ ბინაში იპოვეს. ის 36 წლის იყო.

სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი დანით არაერთი ჭრილობის მიყენების შედეგად სისხლისგან დაიცალა.

26 წლის ბექა ჯაიანი მომხდარიდან 6 საათში ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს.

პროკურატურა ამბობს, რომ ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები