საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს - განრიგი
საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს. კერძოდ, რკინიგზის ინფორმაციით,
18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება.

დამატებული რეისები თბილისი-ბათუმის მიმართულებით 18-19 აპრილს შემდეგი განრიგით დაინიშნა:

თბილისიდან გასვლა 10:35 საათზე, ბათუმში ჩასვლა -
16:10 საათზე.

ბათუმიდან გასვლა 18:30 საათზე, თბილისში ჩასვლა - 23:47 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები