შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის
ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა
და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მალაიზიის ფედერაციის
მოქალაქე 1977 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,
ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 20 კილოგრამი
"მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ტ.-მ
აღნიშნული ნარკოტიკი ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში” -
წერია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით. დანაშაულები 20 წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.