„ზარალი ძალიან დიდია, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი... 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი“ - ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად 30-მდე მაღაზია დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, ხანძარი დილით, 08:30 საათზე გაჩნდა.

„ზარალი ძალიან დიდია. შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი...დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი. იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული ტანსაცმელი, შარვალ-კოსტიუმები.
ეს ყველაფერი ჩემს წინ ხდებოდა. გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო. დღეს რომ ჩართეს
შუქი, ვიღაცას „პლიტა" ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა",
-აღნიშნავს თვითმხილველი „ტვ პირველთან“.


წყარო: BPN


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები