საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „ლილო მოლის“
ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
თვითმხილველების ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად 30-მდე მაღაზია
დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, ხანძარი დილით, 08:30 საათზე
გაჩნდა.
„ზარალი ძალიან დიდია. შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და
თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი...დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება
დამწვარი. იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული
ტანსაცმელი, შარვალ-კოსტიუმები.
ეს ყველაფერი ჩემს წინ ხდებოდა. გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო. დღეს
რომ ჩართეს
შუქი, ვიღაცას „პლიტა" ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით
შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა", -აღნიშნავს თვითმხილველი
„ტვ პირველთან“.