2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოა - თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მცირდება
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოა. მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა გაზრდილი.

2021 წლიდან მოყოლებული წარმოება მზარდია, თუმცა მაჩვენებელი მკვეთრად არ შეცვლილა. აქ მოიაზრება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის და ფრინველის ხორცი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლამდე ხორცის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს იყო - 83.3 ათასი ტონა.

უფრო დეტალურად, გასულ
წლებში ხორცის წარმოების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

ხორცის წარმოება (ათასი ტონა)

ოფიციალური სტატისტიკით, ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში 45 კილოგრამს შეადგენს. მაჩვენებელი მზარდია, ვინაიდან 2022 წელს 40 კგ იყო, რაც 2023 წელს უკვე 45 კგ-მდე გაიზარდა.

ხორცის მოხმარება ერთ სულზე წელიწადში (კგ)

2023 წლის მონაცემებით, ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 47%-ია. ეს ჩამორჩება 2024 წლის 50%-იან ნიშნულს. ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი, 52% 2018 წელს იყო.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს, საქართველო ბევრად მეტ ხორცს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის.

2023 წელს ხორცის იმპორტი 108.7 ათასი ტონა იყო (წლიურად 7.5%-ით მეტი), ხოლო ექსპორტი 18.2 ათასი ტონა (წლიური კლება 30.5%).

ხორცის იმპორტი (ათასი ტონა)

ხორცის ექსპორტი (ათასი ტონა)

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები