გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 აპრილს საქართველოში
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
უშუალოდ თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16
აპრილს ზოგან მოთოვს. ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის
ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება“,-
აღნიშნულია ინფორმაციაში.