სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ, ნარკოდანაშაულის საქმეზე 40 წლის
კაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მოლდოვის მოქალაქეა.
დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.
“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი
ოდენობით – 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“
ამოიღეს.
საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად
ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და
ფული”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო
პატიმრობა ემუქრება.