2025 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა,
რაც 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული
მონაცემებიდან ირკვევა.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ
განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3
პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, 2025 წლის
იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების
რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3 პროცენტით მეტია წინა წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„2025 წლის 1-ელ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7
ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური
რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი
16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13%-იანი წილით.
რაც შეეხება ვიზიტებს, ყველაზე დიდი რაოდენობაც განხორციელდა თურქეთის
(225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8
ათასი) მოქალაქეების მიერ,“ - აღნიშნულია „საქსტატის“
ინფორმაციაში.