თურქეთიდან შემოტანილი 32 ათასი კგ პომიდორი უკან გააბრუნეს - რა გახდა მიზეზი
თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ამის შესახებ ინფორამციას შემოსავლების სამსახური ავრელებს.

უწყების განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია, რომელთა საერთო წონა 32 039 კგ-ს შეადგენდა, საზღვარზე გააჩერეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო
მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta - სათბურში, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის შეჯვარების საწინააღმდეგო საშუალება) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის 96% სწორედ თურქეთზე მოდის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველში ჯამში 7 522 ტონა (5.358 მლნ აშშ დოლარი) პომიდორი შემოვიდოა, აქედან 7 224 ტონა თურქეთიდან.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • თურქეთი - 7 224 ტონა (5.140 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 235.21 ტონა (156.92 ათასი აშშ დოლარი)
  • ირანი - 51.93 ტონა (36.37 ათასი აშშ დოლარი)
  • ესპანეთი - 7.2 ტონა (14.87 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 3.05 ტონა (9.77 ათასი აშშ დოლარი)

 

წყარო: BPN

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები