რომის პაპი ამერიკელი კარდინალი პრევო - ლეო მეთოთხმეტე გახდა
კათოლიკურ ეკლესიის ახალი წინამძღოლი კარდინალი რობერტ პრევო გახდა. პაპობაში ის ლეო მეთოთხმეტე იქნება - პირველი ამერიკელი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.

69 წლის რობერტ პრევო ჩიკაგოში დაიბადა, ის პერუში მსახურობდა ეპისკოპოსად 2023 წლამდე, როდესაც ის პაპმა ფრანცისკემ კარდინალად აკურთხა. 2025 წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.

8 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსულმა თეთრმა კვამლმა აჩვენა, რომ 133 კარდინალისაგან შემდგარმა კოლეგიის ორმა მესამედმა მაინც მხარი ერთ კანდიდატს დაუჭირა და რომის 267-ე პაპის ვინაობა განსაზღვრა.

კონკლავი 7
მაისს შეიკრიბა. პირველი კენჭისყრა იმავე დღეს ჩატარდა - კვამლი შავი იყო.

კონკლავმა პაპი მეოთხე სესიაზე აირჩია.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები