საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს,
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ფულადი ჯილდო - 1
მლნ ლარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა
ავრცელებს.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა
ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა“,
- აღნიშნულია სპეციალურ განცხადებაში.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ისტორიაში
მეორედ ითამაშებს - დებიუტი 2024 წელს ჰქონდა.
2026 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე, ევროპის ჩემპიონატი 3
ქვეყანაში - დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ჩატარდება.