ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემების მიხედვით, 2025
წლის აპრილში,
საქართველოში 56.8 ათასი ტონა ბენზინის საწვავის იმპორტი
განხორციელდა, რაც კლებაა როგორც მარტის თვესთან, ასევე გასული წლის
აპრილთან შედარებით.
აღნიშნული სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი, მარტის თვესთან შედარებით,
12.5%-იანი კლებაა - 64.9 ათასი ტონა. რაც შეეხება გასული წლის
აპრილს, მასთან შედარებით 17.1%-ით არის შემცირებული - 68.5 ათასი
ტონა.
რაც შეეხება დიზელის ტიპის
საწვავის იმპორტს, აპრილში 49 ათასი ტონაა
იმპორტირებული, რაც მარტის მაჩვენებელთან (44.1 ათასი ტონა)
მიმართებით, 11.1%-იანი მატებაა, გასული წლის აპრილთან შედარებით
(64.2 ათასი ტონა) კი - 23.7%-იანი კლება.