მერია სოფელ თამარისსა და საიმერლოში სარწყავი არხების რეაბილიტაციაში 120 245 ლარის გადახდას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ თამარისსა და საიმერლოში სარწყავი არხების რეაბილიტაციაში 120 245 ლარის გადახდას გეგმავს. თვითმმართველობამ ორი ტენდერი გამოაცხადა. რომლის მიხედვითაც, სოფელ საიმერლოში (N2) არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა44`188 ლარად იგეგმება.

“ მიზანშეწონილია მინიმუმამდე შემცირდეს წყლის დანაკარგები, რომელსაც შეიძლება მივაღწიოთ კონსტრუქციული და საექსპლოატაციო ღონისძიებებით. კონსტრუქციული ღონისძიება გულისხმობს კვეთის და პროფილის ისე დაპროექტებას, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი
დანაკარგები. კერძოდ არხის სველი პერიმეტრის მოწყობა ბეტონის სამოსით. საპროექტო არხის სიგრძე 161 კილომეტრამდეა. შესაბამისად პროექტით გათვალისწინებულია: არხის 161 მეტრიანი მონაკვეთის რკ.ბეტონის კონსტრუქციით, კერძოდ მართკუთხა ფორმის განივეთის ანაკრები რკ/ბეტონის ღარებით.”-
წერია საიმერლოს პროექტის აღწერაში.

რაც შეეხება თამარისში განსახორციელებელ სამუშაოებს, სარწყავი არხის რეაბილიტაციისთვის 76`057 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თმარისში სარეაბილიტაციო არხის სიგრძე 125 მეტრია.

“ არხის გაწმენდა დანალექი მოწყობა ბეტონის სამოსით. საპროექტო არხის სიგრძე 0,125 კილომეტრამდეა. შესაბამისად პროექტით გათვალისწინებულია: არხის 125 მეტრიანი მონაკვეთის რკ.ბეტონის კონსტრუქციით, კერძოდ მართკუთხა ფორმის განივეთის მონოლითური რკ/ბეთონით. პროექტში მიღებული ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შეთანხმებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთა” - წერია დოოკუმენტაციაში.

საიმერლოსა და თამარისის ტენდერები 8 მაისს გამცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 24-29 მაისის პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაობი ხელშეკრულების გაფორმებიდან თამარისის შემთხვევაში 30 კალენდარულდ დღეში ჩააბაროს, ხოლო საიმერლოს შემთხვევაში 14 კალენდარულ დღეში.

თანხის 100%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები