პოლონეთში, 37 წლის საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მუქარის
ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით,
37 წლის პირი მისი კომპანიის ყოფილ მენეჯერს,
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სიცოცხლის მოსპობითა და
"ჩაბეტონებით" ემუქრებოდა.
საქართველოს მოქალაქეს ბრალი უკვე წარუდგინეს და მას 3 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.