საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზიის სიმღერის
კონკურსის ფინალში ვერ გავიდა
- ის შვეიცარიაში მიმდინარე კონკურსს პირველივე ეტაპზე,
ნახევარფინალში გამოეთიშა.
მარიამ შენგელია, - რომლის გამოსვლისას ანსამბლ „ერისიონის“ ოთხმა
წევრმა „ხორუმი“ თეთრი დროშებით შეასრულა, - გამოვიდა
ქართულ-ინგლისური სიმღერით, Freedom.
კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.
13 მაისს გაიმართა პირველი ნახევარფინალი, 15 მაისს კი - მეორე
ნახევარფინალი.
კონკურსის წესების თანახმად, ფინალში გადასვლას წყვეტს მაყურებელი და
არა ჟიური.
ფინალში გადავიდნენ:
- შვეიცარია - მასპინძელი ქვეყანა;
- „დიდი ხუთეული“ - საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი
და გაერთიანებული სამეფო;
პირველი ნახევარფინალიდან:
- ალბანეთი;
- ესტონეთი;
- ისლანდია;
- ნიდერლანდი;
- ნორვეგია;
- პოლონეთი;
- პორტუგალია;
- სან-მარინო;
- შვედეთი;
- უკრაინა.
მეორე ნახევარფინალიდან:
- ლიეტუვა;
- ისრაელი;
- სომხეთი;
- დანია;
- ავსტრია;
- ლუქსემბურგი;
- ფინეთი;
- საბერძნეთი;
- მალტა;
- ავსტრალია.
კონკურსზე საქართველოს მიერ წარმოდგენილი სიმღერის კომპოზიტორია ქეთი
გაბისიანი, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.