დასაქმებულთა 33% თბილისში მუშაობს - როგორია დასაქმებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში სამუშაო ძალა 1.63 მლნ-ს შეადგენს, მათგან 86%, ანუ 1.403 მლნ ადამიანი დასაქმებულია. უმუშევართა რაოდენობა კი 227 ათასს შეადგენს.

დასაქმებულთა 33% თბილისში მუშაობს, 12% - იმერეთში, ხოლო 10% - აჭარაში.

დასაქმების რაოდენობრივი მაჩვენებლები საქართველოში, რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი - 464 300 დასაქმებული
  • იმერეთი - 170 400 დასაქმებული
  • აჭარა - 141 800 დასაქმებული
  • ქვემო ქართლი - 140 500 დასაქმებული
  • კახეთი - 121 900 დასაქმებული
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117 700 დასაქმებული
  • შიდა ქართლი - 101 700 დასაქმებული
  • სამცხე-ჯავახეთი - 60 200 დასაქმებული
  • გურია - 39 400 დასაქმებული
  • მცხეთა-მთიანეთი - 33 700 დასაქმებული
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10 900 დასაქმებული
რაც შეეხება უმუშევრობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, ისიც თბილისშია და 81 100 კაცს (36%) შეადგენს, 35 700 უმუშევარია (16%) იმერეთში, ქვემო ქართლში კი - 28 100, რაც საერთო ოდენობის 12%-ს შეადგენს.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები