2024 წელს ფულის გათეთრების საქმეების ფარგლებში, 45 მლნ ლარი და 502 უძრავი ქონება დააყადაღეს - პროკურატურის ანგარიში
2024 წელს, ფულის გათეთრების საქმეების ფარგლებში, პროკურატურამ 45 მლნ ლარის თანხის (2023 წელზე 11.4%-ით ნაკლები), 502 უძრავი ქონებისა (117%-იანი ზრდა) და 89 ავტომანქანის (2.3%-იანი ზრდა) ყადაღა-ამოღების ოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის 2024 წლის საქმიან ანგარიშშია ნათქვამი.

გასულ წელს ფულის გათეთრებაზე სისხლის სამართლის 110 საქმეზე დაიწყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა 107 პირზე დაფიქსირდა (99 ფიზიკური და 8 იურიდიული).

რაც შეეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის მაჩვენებელს, ამ კატეგორიაში 27.2 მლნ ლარი, 36 ავტომანქანა და 33 უძრავი ქონება ფიგურირებს.

საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს პროკურატურამ კრიპტოვალუტის მიდევნებისა და ანალიზის სპეციალური პროგრამა მოიპოვა, რაც გამოძიების პროცესს მნიშვნელოვნად ეხმარება.


წყარო: BPN


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები