ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან
გააძევეს.
როგორც მისი მეგობარი ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე
ღამით გაიყვანეს თურქეთში.
„ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“-წერს ნინო
კაკულია.
თემურ ქათამაძის უფლებებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა
საქართველოში. როგორც მისი ადვოკატი მარიამ ყველაშვილი „ბათუმელებთან“
საუბარში ამბობს, გუშინ იწურებოდა თემურ ქათამაძის ქვეყნიდან
ნებაყოფლობითი გასვლის ვადა, თუმცა მათთვის უცნობია, როგორ მოხდა
ქათამაძის გაყვანა ქვეყნიდან, იძულებით თუ ნებით.
„გუშინ იწურებოდა გვიან ღამე ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის ვადა, ამ
ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რომელი პროცედურის ფარგლებში მოხდა ეს. ჩვენ
თურქეთიდან თემურის მეგობრებმა შეგვატყობინეს რომ ის გადაიყვანეს
გვიან ღამით.
შესაძლოა ნებაყოფლობითის ფარგლებში მოხდა გაყვანა, არ ვიცით, ვცდილობთ
შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან დაკავშირება, მაგრამ
ტელეფონზე არ გვპასუხობნე, ამიტომ წერილობით უნდა მივმართოთ მათ ამ
საკითხზე.
როგორც ვიცით, იქ დაკავებული ყავთ“-ამბობს მარიამ ყველაშვილი.