საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის"
გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს.
"აქტივისტად მოვინათლე დღეს!
მე კი ვიდექი იქ სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო - სინდისის
პატიმრების დედების გვერდში!" - წერს ზურაბიშვილი.
საჯარიმო ქვითრის მიხედვით, რეჟიმი ზურაბიშვილს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5
პუნქტს ედავება. საუბარია 3 მარტს, დედების მარშის დღეს "გზის
გადაკეტვაზე".